"ნაცმოძრაობის" ორგანიზებით, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება, რომელიც დღეს 18:00 საათზე იყო დაგეგმილი და ცნობილი იყო ადგილები, სადაც ჩატარდებოდა აქცია. სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა რომ, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციას დაგეგმა აქცია რასაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებში გაურკვევლობა მოყვა.

პარტია  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს რომ ორი აქცია არ იყო საჭირო და ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

"მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. მე არ ვარ "ნაციონალი". კი, შვილი მყავს "ნაციონალი", მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს" - განაცხადა  კარდიოლოგიური კლინიკა  ”გული” ხელმძღვანელმა, ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან.