ვის აინტერესებს, რომ მელიამ რაღაცა ვერ გადაიტანა?! - უკაცრავად რა, არჩევნები ჩატარდა, გავიმარჯვე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ეთერში განაცხადა.

„ვის აინტერესებს, რომ ნიკა მელიამ რაღაცა ვერ გადაიტანა, რაღაცას მძიმედ უყურებს და მისი პრობლემები?! დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ამოცანა არის აბსოლუტურად სხვა, ვიდრე კონკრეტული ადამიანების, თუნდაც ხაბეიშვილის პირადი პრობლემები.

თუ ვინმეს რამე არ მოსწონს გზა ფართოა, მიბრძანდნენ და იბრძოლონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, აქეთ ნუ კი ისვრიან ტალახს. უკაცრავად რა, არჩევნები ჩატარდა, გავიმარჯვე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.