“ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით" - ამის შესახებ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"მივესალმებით თუ არა ოპოზიციაში ნიკა გვარამიას? რომელიც ისედაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრს იბრძვის, მივესალმებით.თუმცა ცხადია კონკრეტული ადამიანები საკუთარი მომავლის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას.ამიტომ არ ვიჩქაროთ ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ ნიკა გვარამია იქნება იქ ,სადაც იქნება ბიძინა ივანიშვილის ,რუსული რეჟიმის მარცხი.

ლევან ხაბეიშვილის ჩანაცვლება გვარამიათი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შეურაცხყოფას ნუ აყენებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს .ისინი არ იმსახურებენ ამ შეურაცხყოფას იმიტომ,რომ  ამ ადამიანებმა კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.“ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ჩატარდება 2025 წლის თებერვალში და მე გარწმუნებთ,რომ ლევან ხაბეიშვილი იქ სავარაუდოდ კანდიდატი უკვე აღარ იქნება იმიტომ,რომ „რუსული „პარტია ამასობაში იქნება დამარცხებული და ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით ვერანაირი ვერ იქნება და ნებისმიერ სპეკულაცია თუ სატელევიზიო სიუჟეტი ემსახურება ერთადერთ რამეს,როგორმე შეურაცხყოფა მიაყენონ „ნაციონალური მოძრაობას’ მის მხარდამჭერებს და ეცადონ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებას ,რასაც ცხადია ვერ მიაღწევენ.“ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ტარდება 2025 წლის თებერვალში.დაელოდოს ყველა ის ადამიანი ვისაც რაიმე ამბიცია აქვს ან ექნება.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა