"უცნაური საქმეა, ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები ,თავად გააყალბეს არჩევნები. სხვათა შორის, ამ ადამიანის დანიშვნას შეეწირნენ ადამიანები.მათ შორის ია კერზაია, რომელიც არის კონკრეტული ადამიანების კისერზე მისი სიკვდილი და მის არჩევნებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართული რუსული პარტიის მხრიდან" - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას” ცოტა არ იყოს სასაცილოა, თუმცა ის, რომ ჩვენ პოლიტიკურად პასუხისმგებლობიანი ძალა ვართ ,მათ შორის ჩანს ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენ პირადი განწყობებით არ გვიმოქმედია თორემ პირველები ვიქნებოდით  ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ ამ მიზეზით არ დავინტერესდით ამ იმპიჩმენტით იმიტომ, რომ კარგად გვესმის ქვეყნის გარეთ როგორი ზიანის მომტანია ახლა ეს მოქმედებები.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა