ფოთში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა მთავარი გამოწვევა, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.
„2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში ერთით ნული, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.