“ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მინდა რომ თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლა ჰქვია და 2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ." - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფოთში რაიონული ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა.
"ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და “ნაციონალური მოძრაობა”, “გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა