"ცესკოს და რუსულ პარტიას სურს წარმოაჩინოს, რომ თითქოს პრობლემა ელექტრონული არჩევნებია, „სმარტ მატიკთან“ აქვს ვიღაცას პრობლემა. რეალურად კი პრობლემა არის შემორჩენილი, არალეგიტიმური თავმჯდომარე რომ ჰყავს ცესკოს. ადამიანი, რომელიც არჩეული არ არის. ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ეს კაცი არ აურჩევია პარლამენტს და დატოვა „ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარედ". - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"დღეს მე მოვიტანე 176 გვერდიანი დასკვნა და ასობით მტკიცებულება, რომ ცესკო პირდაპირ შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“. აქ ჩამოთვლილია, ვითომ ნეიტრალური წევრები რომ არიან, როგორ არიან დაკავშირებულები „ქართულ ოცნებასთან“ - პოლიციის უფროსის ცოლი, პოლიციის მოადგილის და, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის შვილი, ვიღაცის დედა, ვიღაცის ბიძა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და ასობით ფაქტია ამ 176 გვერდიან დასკვნაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მომზადებული და ცხადია, კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - „ქართულ ოცნებასთან“ რომ შეზრდილია ცესკო და ეს კაცი რომ არალეგიტიმური და შემორჩენილი თავმჯდომარეა, ამ ცესკოს როგორ უნდა ჰქონდეს რაიმე სახით ლეგიტიმაცია და მეორე, 299 000 ადამიანი მარტო სამ წელში რომ გავიდა ქვეყნიდან, ვგულისხმობ ემიგრანტებს და ყველამ კარგად იცის, რომ ამ ემიგრანტებს აქვთ კონსტიტუციური უფლება გააკეთონ არჩევანი, მითუმეტეს დამატებით კიდევ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 8 მილიარდ ლარამდე რიცხავენ წლიდან წლამდე, ეს არის საქართველოს ეკონომიკის 11-13 პროცენტი დაახლოებით, ამიტომ ცხადია, მეორე კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა არჩევნებში მისცენ და დააფიქსირონ თავისი ხმა, ამიტომ 50 000 ადამიანი სადაც დაფიქსირდება იქ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბანი. ეს კითხვები მქონდა და სხვა დანარჩენი მოგონილი თემები, როგორიც არის რომ თურმე ვიღაცას პრობლემა აქვს „სმარტ მატიკთან“ აუდიტორ კომპანიასთან.
ჩემო ძვირფასებო, ელექტრონულ მოწყობილობებთან კი არ გვაქვს პრობლემა, ამ ელექტრონულ მოწყობილობებთან ვინც მიდის და ვინც მართავს, იმ ხალხთან არის პრობლემა და კითხვაც არის ცესკოს თავმჯდომარესთან. აუდიტორი კომპანიის დირექტორები მოიყვანეს და თავს ამართლებინებენ ამ ადამიანებს, თითქოს ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ელექტრონული სისტემა კარგია, ოღონდ მნიშვნელოვანი არის, ვინც ამ აპარატურასთან მიდის და მართავს. ჩვენ კი ამ აპარატურას კი არ ვენდობით, არამედ ვინც მართავს ამ აპარატურას და რატომ არ ვენდობით? ხელში მიჭირავს მტკიცებულებები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციონერმა დასვას საქმიანი შეკითხვა, რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, თავიდან ბოლომდე სუს-ი მართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ცესკო ასრულებს სუს-ის დავალებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ, მაგრამ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ქართველ ხალხს, რომ არალეგიტიმური თავმჯდომარეა, რომელიც იმართება სუს-გან და „ქართული ოცნებისგან“, არანაირი ლეგიტიმაცია მას არ აქვს, უნდა გვესმოდეს, რომ ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ ამ აპარატს ვინც მართავს იმ ხალხს არ ვენდობით და ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, თუ არ მიიღებენ, ეს იქნება უსერიოზულესი პრობლემა და ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ ამ პირობებშიც ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ თანაბარ პირობებში ვერ ვიქნებით, რადგან ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ მიერ, ოლქებში აკომპლექტებს „ქართული ოცნება“ საოლქო საარჩევნო კომისიას აკომპლექტებს „ქართული ოცნება“, ე.წ ნეიტრალური წევრებითაც, ამიტომ ეს საკითხი უნდა ესმოდეს ყველას, რომ არის უმნიშვნელოვანესი.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა