იყო პერიოდი, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა, - ამის შესახებ „ტვ პირველს“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა უნდა მიიღოს, თავად უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. თუ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია თუ გვინდა, წარმოუდგენელია პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს პატიმრობაში, არ ეძლეოდეს შესაძლებლობა მის ხალხთან ურთიერთობის და ისე ჩატარდეს არჩევნები, ეს ვერ იქნება. მეტსაც შეგახსენებთ,  იყო პერიოდი, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ღიად არის ჩართული ყოველდღიურად ქართული პოლიტიკის რუტინაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.