როგორც კი ივანიშვილსა და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი“?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ – ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: „4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია“…
ჩემი აზრით, გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს – რა გინდათ?! რას ეწვალებით?!
როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი„?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ – ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?!
კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ … ძალა ხალხში!!! – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ხაბეიშვილმა დღეს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და რა შფოთვები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მზად ვართ, გავიმარჯვოთ“. მოგვიანებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარია, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი“.