“ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია ! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ.” - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები ,რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს.
არასდროს შეშინებია ქართველს ,როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში ! თუ ვინმე დამფრთხალია , ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.
ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია ! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ
არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში