დაიშლებაო, დასუსტდებიანო, იმის ფლანგიო, ამის ფლანგიო,  ესაო ისაო და ამ დროს, რუსული პარტიის წინააღმდეგ ვქმნით მძლავრ მანქანას! -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დაიშალაო, დაიშლებაო, დასუსტდებიანო, იმის ფლანგიო, ამის ფლანგიო, ამან თქვაო, იმან გაიცინაო .... ესაო ისაო და ამ დროს, რუსული პარტიის წინააღმდეგ ვქმნით მძლავრ მანქანას❗️ 
ვძლიერდებით, ვერთიანდებით, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვაწყობთ ლოჯისტიკურ ცენტრებს, დიდ კოალიციას ვაკეთებთ ხალხთან და ვასრულებთ მათ დაკვეთას - ძალა ერთობაშია❗️

"ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" - საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, - წერს ხაბეიშვილი.