მივესალმებით ყველას, ვინც გამარჯვების პლატოფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე მივესალმებით, თუ ცალკე პროდასავლური პარტიები გააკეთებენ ერთობას, თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლებისა და საზოგადოებისთვის მთავარი დაპირება იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად, ყველა ჯერზე ინფრასტრუქტურულად, ლოჯისტიკურად, პარტნიორულად გაძლიერდებოდა, რასაც უახლოეს დღეებში ნახავს საზოგადოება.

„ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა.მივესალმებით ყველას, ვინც გამარჯვების პლატოფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე მივესალმებით, თუ ცალკე პროდასავლური პარტიები გააკეთებენ ერთობას, თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა. ჩვენ ღია ვართ და ამას თუ არ აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გააკეთონ თავად და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

პრემიერობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ სრული სიგიჯეა ამ პირობებში ამის განხილვა, როცა არც არჩევნების პირობები ვიცით, არც როდის ჩატარდება არჩევნები, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ჩვენ ქვეყანას გაარუსებენ თუ არ გაარუსებენ, გამოვგლეჯთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ სახელმწიფოს თუ არ გამოვგლეჯთ. ამაზეა საკითხი, ჩვენ სახელმწიფოებრიობის არსებობის ან არ არსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს. კანდიდატის სტატუს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ამიტომ ეს საკითხი ჯერ განხილვაშიც არ არის და მეორე, ამ საკითხს გადაწყვეტს ამომრჩეველი, ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში არ გადაწყდება კაბინეტებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.