„რუსთავში, საავადმყოფოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის საკრებულოს წევრის მოსანახულებლად ვიყავი (რომელსაც თავს რუსული პარტიის გარდაბნის საკრებულოს წევრები დაესხნენ, საკრებულოს სხდომაზე), როცა რუსეთისა და პუტინის მეხოტბე ალუდა ღუდუშაურის განცხადება ვნახე. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა მიკვირს თქო და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგან თქო, მოგატყუებთ.

 არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ - ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს.

 ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ - სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი ასეც მოიქცევი.

გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი"ფეისბუკში".

ცნობისთვის,  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა -  თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა

ასევე, დეპუტატი  ალუდა ღუდუშაური  ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"