ნავალნი იყო რეპრესირებული, სააკაშვილს კი პასუხს სთხოვენ რეპრესიების გამო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
„ნავალნი იყო რეპრესირებული, სააკაშვილს კი პასუხს სთხოვენ რეპრესიების გამო. მან [სააკაშვილმა] თვითონ შექმნა რესპრესიული სისტემა და კონკრეტული ბრალდებით ზის ციხეში - ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით. ამას წინათ გამოქვეყნდა და ყველან ვნახეთ ნავალნის სამყოფელი როგორი იყო. სად ამის [სააკაშვილის] სასათბურე პირობები. რამდენი ხანია მთელი საქართველო ვლოცულობთ იმაზე, ოღონდ კარგად იყოს, ოღონდ ჭამოს და არაფერი დაუშავდეს. მათი [ნავალნის და სააკაშვილის] შედარება უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.