საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , ილია მეორე წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით  მილოცვას ავრცელებს

"ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოჰკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ! - ნათქვამია პატრიარქსი მილოცვაში.