ასეთი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან საუბრის დროს გააკეთა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს აცნობა, რომ პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, - წერს ereport-ი.
საუბრის დროს ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაზის სატრანზიტო მარშრუტების შენარჩუნებას.
„ტრანზიტის დაცვა არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ორმხრივი საკითხი, არამედ მთელი ევროკავშირის საქმე“, - თქვა ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანსპორტირების საკითხი ორშაბათს საღამოს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან სატელეფონო საუბრის თემა იქნება.
პრემიერის თქმით, სლოვაკეთი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას ახალი წევრების მეშვეობით. ის ამტკიცებს, რომ სერბეთი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ობიექტურად შეფასდეს საქართველოში არსებული ვითარება. საქართველოს საშინაო საქმეებში სანქციებით ჩარევის შესაძლებლობის გათვალისწინება ჩვენთვის წითელი ხაზია" - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ „მოლაპარაკებების დროს დააყენებს ორმაგი სტანდარტების საკითხს ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის შეფასებისას".