ბევრი არჩევნების მომსწრე ვარ, მაგრამ მსგავსი ღია ჩარევა გარედან არასოდეს მინახავს. პრაქტიკულად ქართული საზოგადოება და რამდენიმე ქვეყნის მთავრობა მონაწილეობენ არჩევნებში. ეს ყველაფერი ძალიან ზემოქმედებს თავისუფალ ნებაზე და ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა.

„საუკუნეების მანძილზე საქართველო იყო ევროპული ცივილიზაციის შემქმნელი და ნაწილი. ევროპა ჩვენთვის იყო ღირებულებითი სისტემა, სადაც ვიცოდით, რომ დაცული უნდა ყოფილიყო დემოკრატია, აზრის თავისუფლება და ა.შ, თუმცა ახალა ევროპაში ძალიან ხშირია საუბარი გაბატონებული აზრის და უთანასწორობის პოლიტიკაზე.

ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის და ღირებულებების ნაწილი და არა ევროპოლიტიკის ნაწილი, რომელიც წავა-წამოვა დაიწმინდება, მაგრამ ღირებულებები არის მარადიული. ესენია დემოკრატია და თავისუფალი არჩევანის უფლება.

ჩვენ ყველაფერზე უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის შიგნით არ მობრუნდეს ძალა, რომელიც იყო უკიდურესად არაევროპული. ესაა ქართველი ამომრჩევლის მოთხოვნა დღეს.

ეს არჩევნები არის ყოფნა- არ ყოფნის არჩევანი, საქართველოს მოსახლეობა ძალიან საღად ხვდება ამას. საქართველოს მოსახლეობა ხმას აძლევს მშვიდობას. ჩვენთვის ყოფნამდე და არყოფნამდე მხოლოდ 700 მეტრიანი ზოლია დარჩენილი. ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი იმისა, რომ შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ დანის პირზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს მშვიდობასა და გადარჩენაზე“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.