ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც საჯარო მოხელე შესაძლოა იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მედროშე და ერთ-ერთი სახე და მას არ ეშინოდეს იმის, რომ შეუცვივდებიან სახლში, დაუჭერენ ვინმეს და ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა და ადეიშვილის სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ქუჩაში იჭერდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ, ეს ყოფილა თურმე [დემოკრატიის] სტანდარტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა.
"ისეთი საჩუქარი რუსეთისთვის, რაც მოხდა ამერიკაში, რა სკანდალიც ჩვენთან დაკავშირებით იყო, კაი ხანია არავის მიურთმევია. მეორე რუსული საქმეც გაკეთდა ამერიკაში. ამერიკის ელიტამ ძალიან გააპროტესტა, რომ უკრაინის თემა გამოიყენეს წინასაარჩევნო პროცესში და ეს მართალია. არ შეიძლება გარედან ჩაერიოს ვინმე ამერიკის არჩევნებში და ეს მართალია. საქართველოს როცა ეხება ეს [არჩევნებში გარედან ჩარევა] ამბავი, მაშინ არ არის მართალი და თუ ვიტყვით, რომ მართალია, მაშინ რუსეთის მონები ვართ და ყველანაირად ვილანძღებით.
დარბაზში [გაეროში] იჯდა ადეიშვილი. ეს ამომრჩეველში ითარგმნება ასე, რომ ჩვენ დღეს გვიწუნებენ დემოკრატიას, არადა ყველა საერთაშორისო ინდექსით წინ ვართ, ჩამოთვალა იქ [გაეროში გამოსვლისას] პრემიერმა. ჩვენ თურმე დემოკრატიის ხარისხით წავიწიეთ უკან. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც საჯარო მოხელე შესაძლოა იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მედროშე და ერთ-ერთი სახე და მას არ ეშინოდეს იმის, რომ შეუცვივდებიან სახლში, დაუჭერენ ვინმეს და ა.შ. ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც მასწავლებელმა შეიძლება დააბულინგოს ხელისუფლების წარმომადგენლის შვილი და მას არ ეშინია იმის, რომ ამისთვის [სახლში] შეუცვივდებიან. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, ამისთვის ვიბრძოლეთ, რომ არავის შეშინებოდა და თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა და ადეიშვილის სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ქუჩაში იჭერდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ, ეს ყოფილა თურმე [დემოკრატიის] სტანდარტი“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.