ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ყველა დემონსტრაციას აქვს მიზანი, რომელიც დაკავშირებულია, როგორც დიდ, ასევე იმ დღის შინაარსთან: დღევანდელი დღის შინაარსი იყო რუსული კანონის 2-ე მოსმენით მიღება, რაც საღამოს 8 საათისთვის მოამთავრა ივანიშვილის 83-მმა მარიონეტმა. - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში წერს.
"ამდენად, თუკი დემონსტრანტები ფიქრობდნენ, რომ მათთვის არაძალადობრივი და კანონიერი პროტესტით შეექმნათ დისკომფორტი, მაშინ ამ რაოდენობის ხალხი უნდა მოგროვებულიყო არა საღამოს 8-ის შემდეგ, არამედ მანამდე - მაქსიმუმ მაშინ, როცა აქციის დრო გამოცხადდა - 17.00 სთ-ზე ან კიდევ უკეთესი, უფრო ადრეც, შუადღიდანვე, რათა სპეცრაზმს ვერ მოესწრო ადგილის დაკავება, რადგან ისინიც ხომ იმისდა მიხედვით ცვლიან ტაქტიკას, რა წინააღმდეგობაც წინა დღეს ხვდებათ. ისევე, როგორც აქციის მონაწილეები დღეს ველით იმავეს, რაც გუშინ გადაგვხდა (იმ გამოთქმისა არ იყოს, გენერლები ყოველთვის წინა ომის წესებით იბრძვიან ახალ ომშიო), არადა ყოველ დღეს თავისი გამოცდილება და ახალი ეტაპი მოაქვს. შემდგომი, სხვანაირი. პროტესტს თავისი ალგორითმი აქვს. ამ, ახლებურ პროტესტს კი უთუოდ მზარდი. როგორც არ უნდა გვეშინოდეს ამ სიტყვის, ქუჩებში ახალგაზრდული რევოლუციის აურა ტრიალებს. ახლაც - ღამის 3 საათზე.
რეჟიმს აღარაფერი აქვს დარჩენილი წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლის და იმ ფალცეტური ხმის გარდა, დაშლისკენ რომ მოგვიწოდებს დარბევის წინ. ოღონდ ეს სულაც არაა ცოტა, როცა აქციას შინაარსი ეკარგება, მაგრამ თუკი აქციას აქვს მიზანი, რომელიც შინაარსით არის განპირობებული, მისი მძლეველი არავინ და არაფერია. მით უმეტეს, ივანიშვილი, რომელიც საქართველო-საქართველოს სკანდირების დროსაც კი დაიღალა და ხველება აუტყდა თავისი დემაგოგიური და ახალ დროსთან უსაშველოდ შეუსაბამო გამოსვლის დროს. მან ყველაფერი დადო სასწორზე, ჩიხშია, ჩვენ კი ბევრი შესაძლებლობა გვაქვს - მთავარია, არ დავიღალოთ, თუკი ამ დღეებსა და კვირებში მთავარ საქმედ (!) ვიქციეთ საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლება." - წერს ლაშა ბუღაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.