ფული, რომელიც დასავლეთიდან მოდის საქართველოში, არ იქნება, ამ ფულს ვერაფერი შეცვლის, ვერც ჩინეთი შეცვლის, ვერც რუსეთი და მით უმეტეს ირანი - წარმოუდგენლად დიდი საფრთხის წინაშე დგას ეს ქვეყანა, ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც საქართველოს ამ საუკუნეში არ ჰქონია , - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„საქართველოში, ნამდვილი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები არასდროს გვქონია. ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, იქნება მძიმე, არამხოლოდ პროპაგანდით, არამედ იქნება ფიზიკური ანგარიშსწორებები. წარმოუდგენლად ჭუჭყიანი არჩევნები იქნება. ოპოზიციამ დიდი განსხვავებით უნდა მოუგოს სახელისუფლებო ჯგუფს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა ისეთი არაპოპულარული, როგორც დღეს არის. როდესაც სახელმწიფოს სათავეში ხარ 12 წელი, დრო მოდის იმის, რომ უნდა წახვიდე.
მგონია, რომ ჩამოყალიბდება 3-4 ჯგუფი, რომელიც შეძლებს გადალახოს არა მხოლოდ 5-პროცენტიანი ბარიერი, არამედ 2 - ნიშნიან ციფრამდე მივიდნენ. შემდეგ იქნება კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები. ქართულ რეალობაში, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენ არ ვართ მიჩვეული კოალიციურ მთავრობას. მიჩვეული ვართ ერთპარტიულ მთავრობას, როდესაც 1 პარტია იმარჯვებს დიდი პროცენტით“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.