"ზვიად გამსახურდია ძალიან ბევრს ფიქრობდა სსრკ-ს ბედზე, იგი დარწმუნებული იყო, რომ ნოსტრადამუსთან რაღაცეები უნდა ყოფილიყო ტროპულ-ქარაგმულ ენაზე ამ თემის ირგვლივაც. ამიტომაც მან ახსენა “რეფორმატორი მმართველი აიოვადან”, რომელიც ანტისარაკეტო დაცვით ქოლგას გადააფარებდა ქვეყანას" - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

"🇺🇲ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ საკუთარი" რკინის გუმბათის" შექმნას, რომელიც დაიცავს ამერიკას, ჰიპერბგერითი და თანამედროვე ფრთოსანი რაკეტებისგან. Მე ვუგზავნი პენტაგონს მოთხოვნას, 60 დღის ვადაში წარმოადგინოს ამ სისტემის და კოსმოსური ბაზირების გადამჭრელების პროექტები, რომლებსაც ამ ტიპის რაკეტების ჩაჭერა სტარტის ეტაპზევე შეეძლებათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამერიკის არმიიდან ყველანაირი ტრანსგენდერული იდეოლოგიის წარმომადგენლებს ამოვძირკვავთ, ისინი ჯარიდან წავლენ." - დონალდ ტრამპი. 

მე მახსენდება 1982 წელი, როდესაც მამაჩემმა ნოსტრადამუსის ერთ-ერთი კატრენის ტექსტის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია გამაცნო, იმჟამად სტუდენტს. ზვიად გამსახურდია ძალიან ბევრს ფიქრობდა სსრკ-ს ბედზე, იგი დარწმუნებული იყო, რომ ნოსტრადამუსთან რაღაცეები უნდა ყოფილიყო ტროპულ-ქარაგმულ ენაზე ამ თემის ირგვლივაც. ამიტომაც მან ახსენა “რეფორმატორი მმართველი აიოვადან”, რომელიც ანტისარაკეტო დაცვით ქოლგას გადააფარებდა ქვეყანას. თანაც იმ დროს, როდესაც ნოსტრადამუსი თავის კატრენებს წერდა, არ არსებობდა არანაირი “აიოვას” შტატი. რასაკვირველია ზვიადი რეიგანზეც ფიქრობდა, რომელმაც SDI (SOI რუს.) დაანონსა - კოსმოსში გატანილი ანტისარაკეტო დაცვითი სისტემა, და ის ითარგმნება როგორ “სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა”. ამ SOI-ზე დიდი გნიასი ატყდა საბჭოთა ტელე-რადიო-პრესაში. 

სხვათა შორის, ერთ-ერთ რუსულად თარგმნილ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმში ასევე ნოსტრადამუსზე, რომელიც სსრკ-ში არალეგალურად ვრცელდებოდა და უშვებდნენ ხოლმე კერძო სივრცეში ტელევიზორთან მიერთებულ ვიდეო-რეკორდერებზე, საუბარი იყო “ველურ კატაზე”, რომელიც დიდ ომში დაამარცხებდა ანტიქრისტეს. აქ ცხადია, ზოოლოგიური არსება არ იგულისხმება."- წერს კონსტანტინე გამსახურდია.