პარლამენტში არის გირჩის ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე, რომელსაც მე მხარს დავუჭერ. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში:
"ნაფიცმა მსჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები. უფრო მეტიც, პარლამენტში არის გირჩის ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე, რომელსაც მე მხარს დავუჭერ. მურუსიძე-ჩხიკვაძის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ნამდვილად სჯობს. მოვუწედებ ჩემს კოლეგებს, განვიხილოთ ეს ინიციატივა და მზად ვარ, ამ კამპანიაში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავერთო."
შეგახსენებთ: „გირჩის” დეპუტატს, იაგო ხვიჩიას აქვს ინიციატივა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს საქმეები, სადაც პირს ბრალად ედება წინააღმდეგობა, მუქარა, ძალადობა ან თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ მუხლებზე (სსკ-ის 353 და 353-ე პრიმა მუხლი) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა არ ვრცელდება.