„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მალე გაუსწორებს სიმართლეს და რეალობას თვალს, მით ურო კარგი იქნება. პარტია დღეს არ არის საუკეთესო ფორმაში - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მიშამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩემს წამოსვლაზე გაიგო ტელევიზიიდან და წერილი გამომიგზავნა, რომელიც იყო ძალიან ემოციური. არცერთი მიშას წერილი არ გამომიქვეყნებია და არც ვიზამ ამას. ეს პირადულია და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. არ მქონდა საშუალება, რომ ბოლო პერიოდში მასთან შევსულიყავი. ნიკასთან გვაქვს ნებართვა შესვლის, მასთან კი არ გვაქვს და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება დეპუტატი ვერ შედიოდეს მასთან. გამოგზავნილი წერილი იყო მძიმე ემოციურად, თორემ მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, ის გამოცდილი ადამიანია პოლიტიკაში, და მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რაიმე სახით მისი პოლიტიკურ პროცესებში, ჩარევა ჩემი მხრიდან იქნებოდა მართებული. მთავარი საზრუნავია ჩვენთვის მისი გადარჩენა“- ამბობს ხატია დეკანოიძე.