„ბიბისი“ მნიშვნელოვანი დამოუკიდებელობის მქონე მაუწყებელია, რაც იმას გულისხმობს, რომ საგამოძიებო მასალა ძალიან საყურადღებოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი და დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი სასამართლოა. კეზერაშვილი ამბობს, რომ თავის სიმართლეს დაამტკიცებს. ყველა ადამიანის უფლებაა, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში. არ ვიცი, არსებობს თუ არა საერთაშორისო გამოძიება. სტატიაში საუბარია, რომ სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. კეზერაშვილმა საჯარო გამოსვლაში დაადასტურა, რომ მას აქვს ურთიერთობები პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და გარკვეულწილად სამოქალაქო სექტორთან. ალბათ, ამ პოლიტიკური ორგანიზაციების კონკრეტული პოზიცია არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე რა უხერხულობაც მქონდა პარტიასთან, ამიტომ დავტოვე „ნაცმოძრაობა“ და მიზეზები ვთქვი. გარკვეული სახის კრისტალიზაცია უნდა დადგეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა უხერხულობა, როცა ასეთ საქმეში ბრალდებული პირი „ნაცმოძრაობას“ აფინანსებს, დეკანოიძე პასუხობს: ჩემი აზრით, არის უხერხულობა, მაგრამ ეს პარტიის გადასაწყვეტია თავის ფუნქციონირებას როგორ გადაწყვეტს“.
„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.