"წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავდა ყველა მედია საშუალება. ხალხი ხედავს, როგორი ზეწოლა იყო, თუმცა სიმტკიცითა და პატრიოტიზმით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ამ პრინციპების დაცვით ვაპირებთ განვაგრძოთ ცხოვრება. პირველ რიგში, ხალხისა და ქვეყნის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.