რადიო თავისუფლება" ავრცელებს სიცრუეს, რომ თითქოსდა ხატი სამების ტაძარში აღარაა და აღარ დაბრუნდება. სიმართლე ისაა, რომ წმინდა მატრონას ხატი სამების ერთ- ერთ სივრცეშია დაბრძანებული. - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"სპეკულაციების სერია წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გრძელდება. "რადიო თავისუფლება" ავრცელებს სიცრუეს, რომ თითქოსდა ხატი სამების ტაძარში აღარაა და აღარ დაბრუნდება. სიმართლე ისაა, რომ წმინდა მატრონას ხატი სამების ერთ- ერთ სივრცეშია დაბრძანებული. საპატრიარქოს კომისია შეიკრიბება და იმსჯელებს ჩვიდმეტი ეპიზოდიდან ერთი ეპიზოდის თაობაზე. ჯერ კომისია არ შეკრებილა. დავაზუსტე შესაბამის სამღვდელო პირებთან და "რადიო თავისუფლებისთვის" არავის უთქვამს, რომ თითქოსდა ხატს აღარ დააბრუნებენ სამებაში. 

ხატი სამების სივრცეშია. დასაბრუნებელი მას არაფერი არ სჭირს. 

შეგახსენებთ ლიბერასტების არაერთ ტყუილს წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით:

1. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინისაა და არა მატრონასი. 

2. ტყუილი, თითქოს ხატს ეწოდება "მატრონა ლოცავს სტალინს".

3. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინის განდიდებას ემსახურება.

4. ტყუილი, თითქოს ხატი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია.

5. ტყუილი, თითქოს ხატი რუსეთში დაიწერა და ჩამოაბრძანეს საქართველოში. 

6. ახალი ტყუილი, თითქოს ხატი სადღაც სხვაგან წააბრძანეს...

მეგობრებო, მაინტერესებს თქვენი აზრი, ტყუილის ამ კასკადის მიზანი რა არის? " - წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ: მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ.

ამის შესახებ სამების  საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანემ (მჭედლიშვილი) რადიო "თავისუფლებას" განუცხადა.

შეგახსენებთ: სამების ტაძარში შობის წინა დღით ხატის აღმოჩენას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. აქტივისტმა ნატა ფერაძემ ხატს ლურჯი საღებავი შეასხა, რის გამოც 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ხატი ეკლესიიდან დაახლოებით 40 დღის წინ, 17 იანვარს გაიტანეს იმ მიზეზით, რომ უნდა შეცვლილიყო მატრონა მოსკოველისა და სტალინის შეხვედრის ფრაგმენტი. საპატრიარქო დაეყრდნო რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მათი შეხვედრის ეპიზოდი მატრონა მოსკოველის ბიოგრაფიაში არ წერია. 

წყარო "რადიო თავისუფლება"