შევეცდები, რომ ყველა დაგროვილ კითხვას ერთად ვუპასუხო.
პირველი- ნეტარი მატრონას ეს ხატი დაწერა ძალზედ კარგმა ხატმწერმა, ასაკოვანმა, მანდილოსანმა, რომელიც მონაზვნის ცხოვრებით ცხოვრობს. მის ვინაობას ლიბერასტ ჟურნალისტებს არ ვუმხელთ, რადგანაც არ გვინდა, რომ ამ ტურებმა მართალი ადამიანი შეჭამონ. - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მეორე- ხატმწერმა თავად შეარჩია მატრონას ცხოვრების ეპიზოდები. მისთვის არავის დაუვალებია სტალინის ეპიზოდის გამოკვეთა ან არგამოკვეთა. ეს თავად გადაწყვიტა.
მესამე- ხატი სიმაღლეში თითქმის 2,5 მეტრია, ცენტრში ნეტარი მატრონაა, მისი სიმაღლე, ალბათ, 1,7 მეტრია, გარშემო მატრონას ცხოვრების 17 ეპიზოდია. ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინის 10 სანტიმეტრზე პატარა ფიგურაა. მოსაზრება, რომ ეს სტალინის ხატია, უბრალოდ, იდიოტობაა.
მეოთხე- სტალინი გამოსახულია ზურგით ეკლესიისკენ, ამპარტავანი სახით, მაგრამ წმინდანთან მისული, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ნებისმიერ უღმერთო ხელისუფლებაზე მაღლა დგას და ნებისმიერ მმართველს მოსდრეკს.
მეხუთე- ნებისმიერი საუბარი: "სტალინს ჯიბეში ხელი რატომ უდევს", 'შავი სახე რატომ არა აქვს", "თავი რატომ არა აქვს დახრილი" და ა.შ. ბრძნობაა! სტალინი მივიდა წმინდანთან, მართალია, ამპარტავნად დგას, მაგრამ თვით მისვლის ფაქტი ცხადყოფს, რომ ღმერთი ნებისმიერ მმართველზე ძლიერია.
მეექვსე- სტალინი ხატზე უარყოფითი პერსონაჟია. ნებისმიერი საუბარი, რომ მისი ფიგურა ხატზე თითქოს დადებითადაა გამოსახული, ასევე, ბრძნობაა და ლიბერასტებს აყოლაა.
მეშვიდე- სინამდვილეში 2,5 მეტრიან ხატზე 10 სანტიმეტრიანი ფიგურა არაფერს არ წარმოადგენს და მსჯელობის საგანი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ ლიბერასტმა ნოდარიკო მელაძეებმა სადამდე მიიყვანეს საზოგადოების ნაწილი, რომ ჰაერიდან ქმნიან პრობლემებს და ხალხს უსაგნო განსჯისა და ბრძნობისკენ უბიძგებენ და ჩხუბისკენაც იწვევენ.
მერვე- დააკვირდით: სინამდვილეში, არც მე და არც დათო თარხან-მოურავს არანაირი კავშირი არა გვაქვს ამ ხატზე სტალინის ფიგურის გამოსახვასთან და არც ამ ფიგურას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, მაგრამ იმის შიშით, რომ ხატმწერს შეჭამენ, მე და თარხან-მოურავი დარტყმებს ჩვენს თავზე ვიღებთ. ზოგიერთი სასულიერო პირი, ლიბერასტული შფოთის თავიდან აცილების მიზნით, უკვე იმაზე მსჯელობს, რომ სტალინის ფიგურა დადებითადაა წარმოჩენილი, რაც აშკარად არაა სიმართლე. საზოგადოების ზოგიერთი წევრი უკვე მზადაა ხატიც კი დათმოს, ოღონდ ლიბერასტი ნოდარიკო მელაძეები და ნატა ფერაძეები დაშოშმინდნენ.
მეცხრე- მეგობრებო, გაგახსენებთ, ათი წლის წინ ესენი ფანჯრიდან ცხვირს ვერ ჰყოფდნენ, სადამდე მივედით?! ხატი უნდა დავიცვათ, ეკლესიაც უნდა დავიცვათ, ესენი კი, უნდა დავსაჯოთ!!!!!!!!!!!!
თუ ჩვენ- მორწმუნე საზოგადოებას ხატზე სტალინის ფიგურა არ მოგვწონს, ვუთხრათ ეს მშვიდად ერთმანეთს, მივმართოთ ხატმწერს და სტალინის ფიგურას იმ ავადმყოფის ფიგურით ჩაანაცვლებს, რომელიც წმინდა მატრონამ კიბოსგან განკურნა, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი აზრით და სურვილით უნდა გავაკეთოთ და არა მელაძე- ფერაძეების შიშით და თუ ამას გადავწყვეტთ, ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, როცა ფერაძე მკაცრად დაისჯება და, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიტანოთ ეს ხატი ტაძრიდან. მოკლედ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და არა ლიბერასტებმა. ვისაც გული შეგვტკივა, შევიკრიბოთ ხუთშაბათს, დღის 3 საათზე, რუსთაველის ძეგლთან და იქ ვიმსჯელოთ. ყველას გიხმობთ. არა აქვს მნიშვნელობა არც პარტიას, არც პროფესიას, არც ეროვნებას, არც სხვა რამეს. ვისაც გული შეგვტკივა, ის ხალხი შევიკრიბოთ." - წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას