როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, სააკაშვილის მომხრე ტელეარხები გვიმტკიცებდნენ,- რუსეთის აგენტი ხდება საქართველოს პრეზიდენტიო. ვფიქრობ, ეს ყველას გვახსოვს. ორი თვის წინ, სააკაშვილის შეწყალების თემა მორიგ ჯერზე დატრიალდა და სააკაშვილის მომხრე ტელევიზიებმა სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისა" და რუსი ოლიგარქის აგენტი ეძახეს. ესეც კარგად გვახსოვს. - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"20 წელია სააკაშვილები ცდილობენ, რომ ეკლესიაც ჩააბან ბინძური იარლიყების მიწებების პროცესში და ახლა ამ საქმეში, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო. ქალბატონმა პრეზიდენტმა ლონდონში განაცხადა, რომ თურმე, იმედი აქვს, მომავალი პატრიარქი პრორუსი არ იქნება.

იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული. ქრისტეს სხეულში ყველა თანასწორია: ქალიც, მამაკაციც, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ქართველიც და ფრანგიც. ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა, თორემ ამგვარ აბსურდს არ და ვერ იტყოდა, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტი პოლიტიკურ იარლიყს აწებებს ეკლესიასაც და ზოგადად, მართლმადიდებლობასაც, იძულებული ვარ, შევახსენო მას: პატრიარქი ზრუნავს ერზე და ბერზე, ეკლესიაზე და მამულზე, ის არასდროს არაა და ვერ იქნება პრორუსული ან პროფრანგული... თუმცა, არა მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეძლებს ამ ყველაფრის გააზრებას." - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუკში".

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები