უსამშობლოების მიზანია, დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო. თუ ამბობ, რომ გაყალბდა, წარმოადგინე მტკიცებულებები. ამას ვერ აკეთებენ, - "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.

„მიეცით ჩვენება, წამოიღეთ თქვენი არგუმენტები და ვიმსჯელოთ მოსამართლესთან. ეს არ უნდათ. არც პროკურატურასთან უნდათ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული ამ უსამშობლოს მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ არჩევნები. ყველა ამ უბადრუკ, უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაბარებული, მათ შორის „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.