ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, საკითხს მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარ რიგებში ურთიერთნდობა არ აქვთ და ამიტომ, ამბობენ, რომ კენჭისყრის დღეს სხდომაზე არ შემოვლენ.
„ამის მიზეზია, რომ ერთმანეთს არ ენდობიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რამ გაყო? – ერთნი არიან. ოპოზიცია ძირითადად ჩამოკიდებულია გარე ფაქტორების სპეკულაციებით და მიმართული არ არის იმაზე, რომ შეხედოს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს და რა არის საზოგადოების დაკვეთა. ადეკვატური არ არიან, ამიტომ, რაღაცის აგორების სურვილი აქვთ. შემდეგ ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან, ვინ აიღოს ინიციატივა, ვინ იქნება ლიდერი და ა.შ. ოპოზიციური ქაოსი სახეზეა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ ქაოსის ნაწილი გახდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილრბით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.