პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“, თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, ვიცე-მერობის კანდიდატებიც დაასახელეს.
კერძოდ, მათი კოალიციიდან ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი.
გარდა ამისა, როგორც ორი პარტიის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე იქნება.