კოალიცია "ლელო ძლიერი საქართველოს" ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღეს. - ამის შესახებ კოალიციის ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, შესაბამისი წერილი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან დღეს მიიღეს.
"დღეს ჩვენ წერილი მოგვივიდა, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ეს იმის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობაა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩვენს ბრძოლასა და წინააღმდეგობას ხელი შეუშალონ, რომ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს პასუხი გავცეთ.
იმის მიუხედავად, დააყადაღებენ თუ არა პარტიისა და კოალიციის ანგარიშს, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, რადგან ეს არის ქართული ოცნების სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ იმ სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ. " - განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით