პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა რიყის პარკში გაიმართა. კუპრაძე კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

„ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, სოფლები“ – ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს თაზო დათუნაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ტატა ხვედელიანმა, ალეკო ელისაშვილმა

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.