„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინ აღიარების დღე ჰქონდათ. სამნიძის განცხადებაც არის ერთ-ერთი აღიარება. თვეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სამნიძის განცხადებაზე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს. ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, “ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა, დეტალებს ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და - არამარტო. ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.