არსებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა. არასწორი ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და მამაკაცმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.

სხეულის 90%-იანი დამწვრობით, ახალგაზრდა კაცი კერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

ცნობისათვის, შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.