„ხალხის ძალის“ განცხადებას რაც შეეხება, აქ სიღრმეში ვერ შევალ და არ შევალ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რისკები და გეგმები არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა "ხალხის ძალას" განცხადებას: „გლობალური ომის პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“.
მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან სუსტია, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი.
„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება, გაიზარდოს კიდეც. ამიტომ, რისკები არსებობს. ამაზე იყო საუბარი სწორედ სუს-ის მიერ გაკეთებულ ბრიფინგზე. შესაბამისად, არცერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.