"როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება, იყოს ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება, არსებობდეს, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მიმართ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას." - –ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება სანქციებს, თავისი არსით, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა არის სისხლის სამართლებრივი. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ ადამიანის უფლებების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე