კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღონ. იმპიჩმენტის ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, ევროპაში ვერ იპოვი ქვეყანას, სადაც მთავრობა ასე ექცევა თავის პრეზიდენტს“.
ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი.
„გასაგებია მათი მეგობრობა, მათი ურთიერთობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ. კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე ევროკავშირი ვერ წარმოუდგენია. ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.