რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.
„რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოში იყოს მშვიდობა, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.