საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წელს დაცულ ტერიტორიებს 1 200 000-ზე მეტ ვიზიტორი ეწვია. ეს შარშანდელ პერიოდთან შედარებით 12 პროცენტით მეტია. გაზრდილია უცხოელი ტურისტების რაოდენობაც.

ინდოეთიდან 3 000 კილომეტრში ერთ მიზნით და ერთი მიზეზით ჩამოვიდნენ - ენახათ ქვეყანა, რომელიც მდიდარია საკუთარი კულტურით, ტრადიციებით და ისტორიით. ტურისტებისთვის პირველი გაჩერება სამეგრელო და მარტვილის კანონია.

მარტვილის კანიონი იმ ხუთეულშია, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია. კოლხური ტყე და ბუნებრივი ლანდშაფტი არის ის, რაც დამსვენებელს თუ მნახველს აღფრთოვანების გარეშე არ ტოვებს და თავგადასავლებსაც ჰპირდება. სწორედ ამიტომ, მარტვილის კანიონს ბოლო 11 თვის განმავლობაში 270 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 

ტურისტებისთვის საქართველო რომ შთაბეჭდილებების ქვეყანაა, ამას ყველაზე კარგად ციფრებიც ადასტურებს. ვიზიტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ საქართველოს დაცული ტერიტორიები. რეკორდულია იმ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც მიმდინარე წელს ამ ტერიტორიებს ეწვია.

ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. უახლოეს მომავალში 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება, სადაც მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.