ჩვეულებრივი მატყუარები არიან. საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როდესაც კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში გახარიასა და „ნაცმოძრაობას“. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არაფერი განსხვავებაა ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში.
„ესეც არის ჩვეულებრივი თამაში. ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე სრული ალიანსია პარტია „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ პარტიას, გახარიას პარტიას შორის. სრული ალიანსია! გადალაპარაკებები და შელაპარაკებები საზოგადოების საჩვენებლადაა, თითქოს, მათ არ აქვთ ალიანსი. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. რამდენიმე მუნიციპალიტეტია, სადაც „ნაცმოძრაობამ და გახარიამ შეკრეს კოალიცია. კოალიცია აქვთ ჩამოყალიბებულ 4 მუნიციპალიტეტში. არასერიოზულია ეს ყველაფერი! ჩვეულებრივი მატყუარები არიან. საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როდესაც კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში გახარიასა და „ნაცმოძრაობას“. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, ჩვეულებრივი აგენტურაა, აგენტები არიან, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებული არიან ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. არაფერი განსხვავებაა ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომელებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.