ჩვენ არ გვგონია, რომ პარლამენტში 100 ხმა იქნება იმპიჩმენტის გარშემო, ერთი მარტივი მიზეზის გამო - დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ჰქონდა გარანტიები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მან ზუსტად იცოდა, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერდა მის იმპიჩმენტს. სწორედ ამის გამო გაბედა გარისკვა. გარისკა და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან ვერ გარისკა ბიუჯეტის ფულის გამოყენება, რადგან ოპოზიციონერები არ იღებენ გადაწყვეტილებას არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება.