„უკრაინას და მოლდოვას შარშან ივნისში მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და წელიწად-ნახევარში გახსნეს მოლაპარაკებები. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, უფრო მალე გაიხსნება მოლაპარაკებები. რა ინფორმაციაც გვაქვს უშუალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, დეკემბერში იგეგმება ამ საკითხის განხილვა ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დონეზე. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
" ანუ, სტატუსის მინიჭებიდან ერთ წელიწადში, საუბარია მომავალი წლის დეკემბერზე. ერთ წელიდაში უკვე უნდა გადაწყდეს. დაწყებულია მუშაობა და იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაიხსნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.