"გირჩის" ლიდერი ერთ-ერთ იაგო ხვიჩია სოციალური ქსელით, მე-10 მოწვვევსი პარლამენტის დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ანა წითლიძეს მის პარტიაში შემოერთებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ იაგო ხვიჩიან "ფეისბიკზე" დაწერა, სადა ანა წითლიძის პოსტი თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
"ზუგდიდის "ოპოზოციურმა" საკრებულომ ქართული ოცნების ბიუჯეტი დაამტკიცა სადაც 51% გაზრდილი ხელფასებია იმ ტიტუშკებისთვის რომლებიც წინასაარჩევნოდ თავ-პირს გვამტვრევდნენ ზუგდიდში და გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: ქოცებმა, ახლებმა და გახარიამ.
როდესაც სხვას მოუწოდებ დათმონ საკუთხარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იგივე უნდა შეგეძლოს შენც.
მიზეზი რატომაც მხარი დაუჭირეს "ოპოზიციურმა პარტიებმა" ქოცების ბიუჯეტს, ერთადერთია: საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში.
ბიუჯეტი თუ ვერ დამტკიცდებოდა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა საკრებულოს ხელფასებს. სამაგიეროდ დაასუსტებდა ქართულ ოცნებას და შეუქმნიდა დიდ კრიზის ზუგდიდის ქოც მერს და მერიას.
თავის გამართლებები ვითომ სოციალური პროგრამების გამო მხარდაჭერა ისეთივე ბლეფია როგორც არგუმენტები რომ პარალმენტში შესვლა "შიგნიდან რეჟიმის დასანგრევად" იყო საჭირო. ჯერ საკუთარ ხელფასებს შეელიეთ და მერე მოუწოდეთ სხვებს.
ქოცების გარდა, ვერც ერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია.
ერთობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა ოპოზოციურ პარტიას, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ მეგობრებო." - წერს ანა წითლიძე.