დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია "ფესბუკში" გამმოეხმაურა და წერს. 

"ქართული მედია არის ქათამი, რომელსაც რასაც დაუყრი იმას აკენკავს. დღეს “ღარიბაშვილის ცემა” დაუყარეს. - დაწერა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაციას, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი თითქოს თანაპარტიელებმა სცემეს. რასაც მოგვიანებით პარტიის პრესსამსახური გამოეხმაურა. "ქართული ოცნება": ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა