ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება - ზურაბიშვილთან მიმართებით ნულოვანი ნდობა მაქვს“. 

„ბატონი გიორგი ვაშაძე ჩემპიონი იქნებოდა უდროო დროს ბოიკოტებით,  ნაცმოძრაობა რომ არ არსებობდეს პარლამენტში. შესაბამისად, ის ნაწილი - ბოიკოტს ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, მანამდე, ბოიკოტს ვუცხადებ საქართველოს პარლამენტს და ა. შ. ჩემი აზრით, არის ყველაზე პროქოცური გზავნილი, რაც შეიძლება დღეს პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.