მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უნდა დაისაჯოს პირი, რომელმაც 7-9 მარტის საპროტესტო აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილები" ისროლა.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სჩადის ამ საქციელს: როდესაც ასეთ უწყინარ სიტუაციაში ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, მგონია, რომ ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. მე საერთოდ სახელმწიფო სისტემის პროვოკატორი მგონია და არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ გასცენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მითითება აქციის პირველ დღეს და შემდეგ ეს ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდეს ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობას“, - აცხადებს ხვიჩია.