იმ ბუკეტს არ ვუხდებით, სხვანაირი ხალხი ვართ, სხვანაირი ხასიათებით გამოვირჩევით - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მოხვდა პარტია „გირჩი“ გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებულ პარტიებში, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ.
„იმ ბუკეტს არ ვუხდებით, სხვანაირი ხალხი ვართ, სხვანაირი ხასიათებით გამოვირჩევით“. „მე კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტი წარმომადგენელი ვიყავი იმ საქმეზე, როდესაც ბატონი მარგველაშვილი ავტორიზაციას ართმევდა. შესაბამისად, მე არ ველოდები, რომ მარგველაშვილს ჩემთან მოუნდება თანამშრომლობა. მე ძალიან კარგად მახსოვს, არ მაქვს ცუდი მეხსიერება, რომ ეგ დამავიწყდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.