ხალხს ვერც კი აუხსნეს რას ნიშნავს „ვეტინგი“, ვერავინ ვერ აუხსნა რაზე ლაპარაკობენ, როცა ჩვენ მარტივ რაღაცას ვეუბნებით, რომ მაგალითად, ზუგდიდმა თვითონ აირჩიოს ზუგდიდელი მოსამართლე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ „ვეტინგს“ მოფერებით მე-6 ტალღას ვეძახით, თუ მეხუთეს, შემდეგი რომელი არის, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არაფრით განსხვავდება დანარჩენი სხვა ტალღებისგან - ხუთი რომ დავარქვათ „ნაცურიაო“ იტყვიან. ზოგადად, იგივე ხალხი, რომლებმაც პირველი 4 თუ 5 ტალღა ჩაატარა, ითხოვს ჩამატარებინეთ მე-6 ტალღა, მე ვიცი აწიო. ხელისუფლება და „ენჯეო“ სექტორო ყველა ტალღის დროს თანამშრომლობდნენ და მადლობებს უხდიდნენ ერთმანეთს. ხალხს ვერც კი აუხსნეს რას ნიშნავს „ვეტინგი“, ვერავინ ვერ აუხსნა რაზე ლაპარაკობენ, როცა ჩვენ მარტივ რაღაცას ვეუბნებით, რომ მაგალითად, ზუგდიდმა თვითონ აირჩიოს ზუგდიდელი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციის უფროსი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.