მგონია, რომ მზადება იმისკენ არის, რომ ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილს სარფიანად ევაჭრონ, თორემ არჩევნებზე „ნაცების“ ორზე მეტი პარტიით გასვლა მომგებიანი არ იქნება და იმ რისკებს აჩენს, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გვარამია-მელიას ცალკე გასვლა უნდათ, კიდევ უნდა შეიერთონ დანარჩენი „ნაცური“ პარტიები.
„არჩევნებზე ორი პარტიით გასვლა შეუძლიათ, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „ხალხის ძალა“ ჰქონდეს. ზოგადად, ეს ქართველი პოლიტიკოსების უცნაური ვნებაა, როცა ერთი პარტია არ ჰყოფნით და მეტი უნდათ. „ნაცურ“ გაერთიანებაში „ლელოსა“ და ჯაფარიძეს ვხედავ, ეს იქნება გვარამიასთან თუ პირდაპირ მიშასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ხმების არდაკარგვისთვის კარგი იქნება, თუ ასე იქნება გადანაწილებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.